დიმიტრი პაიემ „მარსელი“ დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. 36 წლის ფეხბურთელმა გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ცრემლებიც ვერ შეიკავა.
„მინდა, გავაგრძელო ფეხბურთის თამაში. რთული სეზონი მქონდა, მცირე სათამაშო დროით, ახლა კი, უბრალოდ მსურს, რომ თამაშისგან სიამოვნება ხელახლა მივიღო. სიტუაცია განვიხილეთ, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო კლუბის არჩევანის მიღება. "მარსელმა" შემომთავაზა კარიერის დასრულება და კლუბის მენეჯმენტში დასაქმება“, - თქვა პაიემ.
ამ შეთავაზების მიუხედავად, სავარაუდოდ, ფრანგი კარიერას გააგრძელებს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბში გადავა.
პაიე „მარსელში“ 2013-2015 წლებში თამაშობდა, შემდეგ „ვესტ ჰემში“ გადავიდა, მაგრამ 2017 წლის იანვარში „ველოდრომზე“ დაბრუნდა, სადაც დღემდე ირჯებოდა. მას „ოლიმპიკის“ მაისურით ჯამში 303 მატჩი აქვს ჩატარებული და 78 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, დიმიტრი ექსელსიორში, „ნანტში“, „სენტ-ეტიენსა“ და „ლილში“ თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 2010-2018 წლებში 38 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.