ინგლისურმა „ბარნლიმ“ „მანჩესტერ სიტიდან“ 20 წლის მეკარე ჯეიმს ტრაფორდი დაიმატა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში ევროპის ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა.
„ბარნლიმ“ მეკარე გამოისყიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ამრიგად, ტრაფორდი „ტარფ მურიზე“ ითამაშებს.
ჯეიმსმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე 6 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, ფინალში გადამწყვეტი პენალტიც მოიგერია და ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. ის „ბარნლის“ მეოთხე შენაძენია მიმდინარე ზაფხულში.
გასული სეზონი ახალგაზრდა მეკარემ იჯარით ლიგა 1-ის ბინადარ „ბოლტონში“ გაატარა, სადაც 52 მატჩი ჩაატარა.