კალათბურთი

15:57 | 21.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვირტუსის" დირექტორი: "შენგელია სხვა კლუბში არ მიდის, მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ითამაშებს"

„ვირტუს ბოლონიას“ გენერალური დირექტორი ლუკა ბარალდი ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, თორნიკე შენგელია კლუბიდან წასვლას აპირებდა.

ბარალდის თქმით, ქართველი კალათბურთელი მომდევნო სეზონში ისევ ბოლონიელთა რიგებში ითამაშებს:

„მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია განვმარტოთ, რომ მოთამაშე არ არის ბაზარზე და მის ტრანსფერზე მოლაპარაკებები სხვა კლუბებთან არასდროს გვქონია. ვადასტურებთ, რომ თორნიკე არსებული კონტრაქტის ბოლომდე დარჩება და მომდევნო სეზონშიც „ვირტუსის“ შემადგენლობაში იქნება“, - აღნიშნა ბარალდიმ.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიას ბოლო დროს ათენის „პანათინაიკოსს“ და ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უკავშირებდნენ, მაგრამ ისევ „ვირტუსში“ ითამაშებს, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.125722