წყალტუბოს „სამგურალმა“ ჩეხური „პარდუბიცედან“ 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ლეანდრო მათეუს როდრიგეს ლიმა დაიმატა.
ახალგაზრდა ბრაზილიელი გარემარბი გადასვლამდე, სამშობლოში „სენ ბერნანდში“ თამაშობდა. ლეანდრო ლიმა "სამგურალში" 7 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
იმერულმა კლუბმა მოსკოვის "დინამოდან" 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი გიორგი სულაქველიძე დაიმატა. გიორგი "ხიმკის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 2020 წელს გადავიდა მოსკოვის "დინამოს" დუბლებში, საიდანაც მთავარ გუნდში დააწინაურეს. გიორგი სულაქველიძე "სამგურალში" 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ამასთან, დენის ბალანიუკიც "სამგურალის" ფეხბურთელია. 22 წლის უკრაინელი ლეგიონერი იმერულ კლუბში ბულგარული "სპარტაკ ვარნადან" გადავიდა.
ბალანიუკი ამპლუით ცენტრფორვარდია და სხვადასხვა დროს "დნიპროში", კრაკოვის "ვისლაში", კიევის "არსენალში" დონეცკის "ოლიმპიკში" მოსკოვის "დინამოსა" და ფინურ "მარიეჰამნში" თამაშობდა. ბალანიუკი "სამგურალში" 27 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
აქვე ვთქვათ, რომ წყალტუბოელებმა მანამდე ხორვატი ფეხბურთელი ბარტულ მარკოვინა და ბექა დარცმელია დაიმატეს.
სამაგიეროდ, "სამგურალი" დატოვა საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი ნიქაბაძემ, რომელმაც 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა. ქართველი ფორვარდი კარიერას უზბეკეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან "ნეფთჩიში" გააგრძელებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართალი ხარ დევიდ.........
აბა სხვამ ვინ უნდა მოიგოს სიტი 1 წლის გუნდი აღმიჩნდა ჩელსის მაქსიმუმი 3 ადგილია არსენალი კიე დიდი დიდი ოთხეულში მიხვდეს ლივერპული ალბათ მაინც დარჩება პრემიერლიგაში
მეც მაგის სურვილი მაქ მაგრამ პირველივე სეზონში თუ ამ კაცმა ვერ მოიგო ეპლი არაა დასაზრახი. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა რომ ბაბუს დანატოვარი გუნდით რომელ მატჩსაც წააგებს ყველა ბაბუს გაახსენებს და დაზრახავენ დარწმუნებული ვარ და იტყვიან რო ბაბუ ამ თამაშს მოიგებდა, ბაბუ იმ თამაშს მოიგებდაო და ა.შ. წარმატებები მეორე სკოტო. ისე კი ვფიქრობ რო მანიუ ამის ხელში მაგარი კერკეტი კაკალი იქნება და მანიუსთვის გოლის გატანა რთული იქნება ჩემი აზრით და ამას იმით ვხსნი რო ევერტონს ასეთი სტილით ათამაშებდა. ნუ არ ვიცი რა როგორ და რანაირად იქნება მაგრამ მე ასე მგონია.
ბექზ შენ უკეთ იცი!!!! :*
არ დაიჯეროთ ხალხო ეს შარშანდელი ანონსია
ჯაკერინი გადავიდა სანდერლენში
0?'>http://cup.ge/1308--.html':'>http://cup.ge/1308--.html'))
ბაროში კიდე ანთალაისპორში გადავიდა
0?'>http://cup.ge/1391--.html':'>http://cup.ge/1391--.html'))
ბევრი სატრანსფერო სიახლე დევს საიტზე. გაეცანით:
0?'>http://cup.ge/':'>http://cup.ge/'))
რავიცი რავიცი
რატომღაც მგონია რომ წელს ჩელსი მოიგებს პრემიერ ლიგას,მოუ გამწარებულია და როცა მოუ ბოლოს მასე გამოუშვეს ჩელსიდან,ინტერში იტალიის ჩემპიონატი და ლიგა მოიგო

ეხკა რეალიდან გამოუშვეს და პრემიერ ლიგას მოიგებს
რატ უნდა ბეკ ისიდაც გასაგებია
დევიდი აბა რას იტყვის სულით წითელი ეშმაკია: )) უნდა მოვიგოთ აბა რა : )
ბექს
ამან საიდან იცის ვინ მოვა