ფეხბურთი

21:35 | 21.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ კარიერა დაასრულა

ვეტერანმა პოლონელმა ფეხბურთელმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 37 წლის ნახევარმცველმა განცხადება სოციალური ქსელის პირად გვერდზე გააკეთა.

ბლაშჩიკოვსკი უკანასკნელი 4 წელი კრაკოვის „ვისლაში“ თამაშობდა. ის კარიერაში ბოლო მატჩს 5 აგვისტოს, „სტალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს და ფეხბურთიდან წავა.

ბლაშჩიკოვსკიმ კარიერის საუკეთესო პერიოდი 2007-2016 წლებში დორტმუნდის „ბორუსიაში“ გაატარა, ასევე იყო „ფიორენტინას“ და „ვოლფსბურგის“ წევრი, ხოლო პოლონეთის ნაკრებში 2006-2023 წლებში 109 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

0.116229