ფეხბურთი

15:20 | 21.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კურიოზული პენალტი: მეკარე სანამ ზეიმობდა, ბურთი კარში შეგორდა (+VIDEO)

კონფერენს ლიგაზე მალტურმა „გზირამ“ ჩრდილოეთირლანდიური „გლენტორანი“ პენალტების სერიაში დაამარცხა, რომელიც დრამატული და კომიკურიც გამოვიდა.

პირველ რიგში აღსანიშნავი ისაა, რომ გუნდებმა 11-11 პენალტი ზუსტად დაარტყეს! ეს მართლაც უიშვიათესი მოვლენაა. შესაბამისად, ფეხბურთელებს პენალტების დარტყმა მეორე წრეზე მოუწიათ, სადაც უკვე კურიოზი მოხდა.

სწორედ მე-12 პენალტი, რომელიც მასპინძელთა ფეხბურთელმა დონელიმ დაარტყა, „გზირას“ მეკარე კასარმა თითქმის მოიგერია. თითქმის, რადგან ბურთი კარში შებრუნდა... მაგრამ საინტერესო ისაა, რომ „გზირას“ მეკარემ ბურთის მოგერიების შემდეგ კარი დატოვა და საზეიმოდ თანაგუნდელებისკენ გაეშურა, მაგრამ სანამ ამას აკეთებდა, ბური ნელ-ნელა კარში შეგორდა... პენალტების სერიაც გაგრძელდა, საბოლოოდ კი „გზირამ“ მაინც მოიგო.

0.114956