მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი სადიო მანე ახლოსაა საუდის არაბეთში გადასვლასთან. ამის შესახებ L’Equipe წერს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, სენეგალელი ფეხბურთელი „ალ-ნასრს“, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, უკვე შეუთანხმდა და შეიძლება სულ მალე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდეს. ამ ეტაპზე ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ მანე აზიაში ძალიან მაღალ ხელფასს მიიღებს.
31 წლის შემტევმა გასულ სეზონში „ბაიერნის“ მაისურით 38 მატჩში 12 გოლი გაიტანა და კლუბის ხელმძღვანელობის მოლოდინი ვერ გაამართლა. მანამდე სადიო „მეცში“, „ზალცბურგში“, „საუთჰემპტონსა“ და „ლივერპულში“ თამაშობდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თორემ აი მერე დაერხევა მაგის ქვეყანას
სულ კაპიკ კაპიკ გაატყავებს, როგორც ჩვენ ჩვენი ქველმოქმედი
ეხლაკი აკეთებს ქველმოქმედებას, რაც დიდებული საქმეა, მაგრამ მთავარია სიბერეში ბიძინას არ დაემსგავსოს
მანე ღრმადმორწმუნე მუსლიმია.
მისთვის კარგი და სასიამოვნოც იქნება იქ ყოფნა, სადაც მისი რელიგია ჩამოყალიბდა.
თან უზარმაზარი ხელფასიც. არავისთვისაა საიდუმლო რომ ეგ კაი კაცი გამომუშავუბული თანხის მსუყე ნაწილს ძალიან საჭირო საქმეებს ახმარდა საკუთარ სამშობლოში. ამიერიდან უფრო მეტს გააკეთებს.
თან ვაღიაროთ რომ საფეხბურთო თვალსაზრისითაც წინ ვეღარ წავა. მისი პიკი ლივერპული იყო.
მანე ზუსტათ მასე გამოიჭირეს
ბევრია მასეთი, არრაბების მსუყე შეთავაზევას ვერ უძლებენ ცდუნებას
თან კიდე სხვაგან ძებნას, მანდ წასვლა ამჯობინა
აქედან წასვლა მაინც უნდოდა, თან არაბებმაც ალბათ კაი მსუყე კონტრაქტი შესთავაზეს და ცდუნებას ვეღარ გაუძლო