„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ანდრე ონანას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კამერუნელმა ფეხბურთელმა ინგლისელებთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ონანას სანაცვლოდ „მანჩესტერმა“ მილანის „ინტერს“ 52 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები გადაუხადა.
„მანჩესტერში“ მოხვედრა წარმოუდგენელი პატივია და მთელი ცხოვრება ბევრს ვმუშაობდი ამ მომენტამდე მისასვლელად. გზაზე მრავალი დაბრკოლებაც გადავლახე. ეს ჩემთვის საოცარი გამოცდილება იქნება. „მანჩესტერს“ მეკარეების საოცარი ისტორია აქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევქმნა ჩემი მემკვიდრეობა. მიხარია, რომ ერიკ ტენ ჰაგთან ერთად ისევ ვიმუშავებ“, - თქვა კამერუნელმა მეკარემ.
შეგახსენებთ, რომ ანდრე ონანამ კარიერა „აიაქსში“ დაიწყო, სადაც ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობდა, რომელიც ახლა „მანჩესტერის“ მწვრთნელია. კამერუნელი „ინტერში“ 2022 წლიდან თამაშობდა და გასულ სეზონში 41 მატჩი ჩაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთ თვეზე ნაკლები რჩება და პრემიერლიგაც იწყება
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში აქტიურობს ხოლმე მანჩესტერი და წელსაც ეგრე იქნება ალბათ.ისე 3 თვიანი სატრანსფერო ფანჯარა დიდი დროა ძაან.გუნდები მაინც ბოლო დღეს წვყვეტენ ბევრ რამეს.2 თვემდე უნდა შეამცირონ ეგ ვადა.ივნის-ივლისიც საკმარისია.აგვისტოში გუნდები ჩამოყალიბებული უნდა იყვნენ უკვე
რისი იმედი აქვთ ამ ახალ სეზონში არ ვიცი
ძაან პასიურობენ სატრანსფერო ფანჯარაზე
მთელი ამ ხნის განმსვლობაში მხოლოთ ეს ერთი სერიოზული შენაძენია