„ნაპოლიმ“ ახალ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა და ამხანაგურ შეხვედრაში სამოყვარულო გუნდი, „ანაუნე“ 6:1 დაამარცხა. შედარებისთვის, „აძურიმ“ შარშანაც იგივე მეტოქესთან სპარინგით დაიწყო სეზონი და მაშინ 10:0 მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა.
ამჯერად კვარაცხელიას არ უთამაშია, ისევე როგორც კიდევ 8 ფეხბურთელს (ოსიმენი, მერეტი, რასპადორი, ელმასი, რაჰმანი, ჟელინსკი, ოსტიგორი, ლობოტკა), რადგან ისინი გუნდს სულ რაღაც ორი დღის წინ შეუერთდნენ. ამიტომაც, რუდი გარსიას გუნდმა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით ითამაშა. ნეაპოლელთაგან გოლები პოლიტანომ, ვერგარამ, ჩოფიმ, საკომ, იაჩარინომ და ოლივერამ გაიტანეს.
„ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 24 ივლისს, „სპალთან“ ჩაატარებს, ამ შეხვედრაში კი გუნდს ლიდერები დაუბრუნდებიან, მათ შორის, ქართველი ფეხბურთელიც.