ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა დიდი ალბათობით, „ინტერ მაიამიში“ ითამაშებს, შესაბამისად, ლიონელ მესის და სერხიო ბუსკეტისს თანაგუნდელი ისევ გახდება.
Sport-ის ცნობით, ესპანელმა ფეხბურთელმა ამერიკელებთან შეთანხმებას მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთშიც იწვევდნენ, სავარაუდოდ, MLS-ში გადავა.
შესაბამისად, „ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელები კვლავ მხარდამხარ ითამაშებენ. მოგეხსენებათ, ინიესტა 2018 წლიდან იაპონიაში, „ვისელ კობეში“ თამაშობდა, მაგრამ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ ამოეწურა და კლუბი დატოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პუიოლი და მალე ინიესტაც დაბრუნდეს, ბარსას ისევ აღზევებაც მალევე დაიწყება.