ფეხბურთი

21:08 | 20.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეს" დირექტორი: "კვერნაძემ ფიზიკურად უნდა მოუმატოს, მაგრამ მისი გვჯერა"

„ფროზინონეს“ სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ განაცხადა, რომ გიორგი კვერნაძის სჯერათ და დიდი იმედით უყურებენ.

„ქართველი ჩვენც დავიმატეთ, კვერნაძე, რომელიც კვარაცხელიას პოზიციაზე თამაშობს და იგივე აგენტიც ჰყავს! მან ფიზიკურად უნდა მოუმატოს, მაგრამ ის ბიჭია, რომელზეც ფსონს ვდებთ. იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დავიმატეთ, ასე რომ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული“, - თქვა ანჯელოციმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეში“ არაოფიციალური დებიუტი გოლით აღნიშნა. იტალიური კლუბი სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს ხიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.

0.130594