ფეხბურთი

19:58 | 20.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟურნალისტი პოლიტანოს: "თუ ყოველთვის მოედანზე ყოფნა გინდა, კვარაცხელიასავით უნდა ითამაშო"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ მატეო პოლიტანოს უპასუხა, რომელმაც „ნაპოლიში“ სათამაშო დროით უკმაყოფილება გამოხატა და აღნიშნა, რომ მეტი დროის მიღება სურს.

დელ ჯენიოს აზრით, პოლიტანოს ყოველთვის თამაში თუ სურს, „სასუოლოში“ უნდა წავიდეს, ხოლო „ნაპოლიში“ შეუცვლელები მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან.

„როდესაც მოედანზე ყოველთვის საუკეთესო ხარ, ყოველთვის გოლს იტან, მწვრთნელები იძულებული ხდებიან ყოველთვის გათამაშონ. თუმცა, თუ ისეთ სეზონს ატარებ, როგორიც შენ ჩაატარე, ცოტა გოლს იტან, არც ისე კარგად თამაშობ, მაშინ როტაციას უნდა დასჯერდე. ჩაატარე ისეთი სეზონი, როგორიც კვარაცხელიას ჰქონდა და ნახავ, რომ ყოველთვის ითამაშებ!

პოლიტანო შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ თუ მას სეზონში 50 მატჩში მონაწილეობა სურს, მაშინ ისეთ გუნდში უნდა წავიდეს, როგორიც „სასუოლოა“, სადაც ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში იქნება. „ნაპოლიში“ ან ოსიმენი ხარ, ან კვარაცხელია, ან ყველა მატჩს ვერ თამაშობ“, - აღნიშნა დელ ჯენიომ.

შეგახსენებთ, რომ მატეო პოლიტანო „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს, ხოლო გასულ სეზონში 37 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. მას ასევე ნათამაშები აქვს „პერუჯაში“, „პესკარაში“, „სასუოლოსა“ და „ინტერში“.

0.115852