„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დღეს, სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში არ ითამაშებს. იტალიური მედიის ცნობით, ის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს შეკრებაზე მოგვიანებით შეუერთდნენ, რადგან გასული სეზონი სხვებზე გვიან დაასრულეს, „ანაუნესთან“ დრეს დაგეგმილ შეხვედრაში მოედანზე არ გავლენ.
კვარაცხელიას გარდა, „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენს, პიოტრ ჟელინსკის, ამირ რაჰმანის, ჯაკომო რასპადორის, ელიფ ელმასს, ალექს მერეტს, სტანისლავ ლობოტკას და ლეო ოსტიგორს მისცემს დასვენების საშუალებას.
საქმე ისაა, რომ ისინი გუნდთან ერთად მხოლოდ ორი დღეა, რაც ვარჯიშობენ, შესაბამისად, რუდი გარსია სამოყვარულო გუნდის წინააღმდეგ სპარინგში რისკზე არ წავა. კვარამ სეზონის პირველი მატჩი წესით 24 ივლისს, „სპალთან“ უნდა ჩაატაროს.
აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან, სწორედ „ანაუნესთან“ ითამაშა „ნაპოლიში“ პირველად კვარაცხელიამ და მაშინ ორი გოლი გაიტანა, რითაც შთაბეჭდილება იტალიელებზე თავიდანვე მოახდინა.