დღეს, 20 ივლისს, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ქალთა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწო.
პირველ სათამაშო დღეს საქმეში მასპინძლები ჩაერთნენ. გახსნის მატჩში, ოკლენდში, ახალზელანდიელებმა მოულოდნელად მოუგეს კერკეტ ნორვეგიელებს - 1:0.
მეორე შეხვედრაში კი, სიდნეიში, ავსტრალიელები ირლანდიელებს შეხვდნენ და ასევე მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს მეტოქე. ერთადერთი ბურთი, 52-ე წუთზე პენალტით გაიტანა ლონდონის „არსენალის“ მცველმა, სტეფანი კეტლიმ.