სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:53 | 20.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა გვარდიოლს 100 მილიონად ყიდულობს

„მანჩესტერ სიტიმ“ „ლაიფციგთან“ ხორვატი ცენტრალური მცველის, იოშკო გვარდიოლის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია - წერს Daily Mail.

წყაროს ცნობით, გარიგება 90 მილიონი გირვანქა (104,4 მილიონი ევრო) დაჯდება. ეს გარემოება გვარდიოლს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მცველად აქცევს. მანამდე რეკორდული ტრანსფერი დაცვითი ფეხბურთელისთვის 2019 წელს განხორციელდა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლესტერიდან“ ჰარი მაგუაირი 80 მილიონ გირვანქად (92,8 მილიონი ევრო) იყიდა.

გვარდიოლი მეორე ხორვატი ფეხბურთელი გახდება, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარისას შეუერთდება. მანამდე, „ქალაქელებმა" ლონდონის „ჩელსიდან" ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი შეიძინეს.

გასულ სეზონში 21 წლის გვარდიოლმა ლაფციგელთა შემადგენლობაში 41 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.101769