11:19 | 20.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაი ჰავერცმა პირველი გოლი გაიტანა „არსენალის“ მაისურით

ლონდონის „არსენალმა“ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. „მეთოფეები“ ვაშინგტონში აშშ-ის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის გუნდს შეხვდნენ და 5:0 გაიმარჯვეს.

მატჩის პირველი გოლი უკვე მეხუთე წუთზე გავიდა.ანგარიში გაბრიელ ჟეზუსმა გახსნა. 23-ე წუთზე ლეანდრო ტროსარმა ბუკაიო საკას ზუსტი პასის შემდეგ გააორა. შემდეგი გოლი „არსენალმა“ მხოლოდ მეორე ტაიმში, 47-ე წუთზე გაიტანა - ჟორჟინიომ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. 84-ე წუთზე გაბრიელ მარტინელიმ გაიტანა, მარტინ ედეგორის გადაცემით.

შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი, ლონდონელთა გერმანელმა ახალწვეულმა, კაი ჰავერცმა, თავისი პირველი გოლი გაიტანა „მეთოფეების“ მაისურით.

მომდევნო მატჩს „არსენალი“ 23 ივლისს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამართავს. თამაში კვლავ აშშ-ში გაიმართება და თბილისის დროით ღამის 1 საათზე დაიწყება.

0.128654