ფეხბურთი

2:00 | 20.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ "ლივერპულთან" ითამაშა, "კარლსრუე" დამარცხდა (+VIDEO)

გერმანულმა „კარლსრუემ“ „ლივერპულთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც კლუბის დატოვებას აპირებს, ითამაშა.

ეს იყო პირველი მატჩი რეკონსტრუირებულ „კარსლრუეს“ საშინაო არენაზე, რომელიც ცხადია, ბოლომდე გაივსო. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის სტარტზე „კარლსრუე“ იგებდა (2:1), თუმცა, შემდეგ 3 გოლი გაუშვა და წააგო. გერმანელთაგან ლარს შტინდლმა და სებასტიან იუნგმა გაიტანეს, ინგლისელთაგან დუბლით დიოგო ჟოტა გამოირჩა, თითოც დარვინ ნუნიესის და კოდი გაკპოს ანგარიშზეა.

ბუდუ ზივზივაძე თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო და მოედანზე ბოლო წუთები გაატარა. ქართველს სამხრეთკორეულ „ჩონბუკს“ უკავშირებენ, თუმცა, მას „კარლსრუესთან“ კონტრაქტი აკავშირებს და აზიელები გერმანელთა მოთხოვნილ თანხას სანამ არ გადაიხდიან, მანამდე ტრანსფერი არ შედგება.

0.121986