ალბანური „ტირანას“ მთავარმა მწვრთნელმა ორგეს შეჰიმ „დინამო ბათუმთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, შანსი თანაბარია და ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც მომენტებს უკეთ გამოიყენებს.
„ახლა უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს მეტოქეზე, ვეცდებით, ამჯერად უკეთ ვითამაშოთ. ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ეს არის მატჩი, რომელშიც პირველი შეხვედრის შემდეგ შანსი 50-50%-ზეა. გუნდის შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ძირითადში და ვინ - სკამზე. პირველ თამაშში გამოჩნდა, რომ სათადარიგო სკამიდან შესულ ფეხბურთელებს შეუძლიათ თამაშის შეცვლა. ამიტომ, ცვლილებები საჭირო იქნება. არ აქვს მნიშვნელობა შემადგენლობას, ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ.
იქნება თამაშის მიმდინარეობისას სხვადასხვა სიტუაციები, ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ და უბურთოდ კარგად ვითამაშოთ. ორი მატჩის ჯამში ეს დაპირისპირება შეიძლება 180 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდეს, ორივე გუნდს ერთნაირი შანსი აქვს. ჩვენ ალბანეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ვართ. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც თავის მომენტებს უკეთ გამოიყენებს. შეტევას ვეცდებით, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება კონტრშეტევებზე კარგი გადასვლა და ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩვენი ძლიერი იარაღი იქნება“, - თქვა შეჰიმ.
შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმისა“ და „ტირანას“ მატჩი 20 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა ალბანეთში 1:1 დასრულდა.