ბრატისლავის „სლოვანმა“, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა მოახერხა.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა შინ ლუქსემბურგის „ესპერანჟს“ ერთი კვირის წინ ვერ მოუგო (1:1), მაგრამ ამჯერად შეცდომა აღარ დაუშვა და ვლადიმირ ვაისის (უმცროსი) ორი პენალტით სტუმრად 2:0 მოიგო. სლოვაკმა მეორე ტაიმში შეასრულა დუბლი. აღსანიშნავია, რომ მეათე წუთზე პენალტი ლუექსემბურგელებმა ვერ გაიტანეს. კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნიის ჩემპიონ „ჟრინსკის“ შეხვდება.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აღსანიშნავია ფარერების „კლასკვიკის“ სენსაციური გამარჯვება ბუდაპეშტში „ფერენცვაროშთან“ – 3:0! პირველი მატჩი უგოლოდ იყო დასრულებული, შესაბამისად, ფარერების ჩემპიონი მომდევნო ეტაპზეა. დიახ, ეს, ის „კლაკსვიკია“, თავის დროზე „დინამო თბილისი“ რომ დაამარცხა...