ფეხბურთი

23:15 | 19.07.2023 | ნანახია 1424 - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "ასეთ დონეზე ერთი წუთიც გადამწყვეტია, გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გვაქვს"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „ასტანასთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართულ გუნდებს გამარჯვებულის მენტალიტეტი არ აქვთ.

„ვფიქრობ, რომ ორი თანაბარი გუნდი იყო, ვერ ვიტყვი, რომ ან ჩვენ, ან მეტოქე უკეთესი გუნდი იყო. ასეთ ტურნირზე ძალიან დიდ როლს თამაშობს ერთი წუთიც კი, ჩვენ კი ერთი წუთი კონცენტრაცია დავკარგეთ და თამაში წავაგეთ. ეს გუნდი ახალგაზრდაა და რაღაც დაგვაკლდა. თუ სხვაგან შეიძლება კონცენტრაცია დაკარგო და მეტოქე გაპატიებს, ასეთ დონეზე არ გპატიობს. პირველი თამაშიც ზუსტად ანალოგიური იყო. დღეს უფრო ჩანდა, რომ შეგიძლია თამაში, მაგრამ რაღაც გაკლია და შეიძლება ერთ წუთში დათმო ყველაფერი.

მარუშიჩი იმიტომ მოვიყვანეთ გუნდში, რომ ცენტრფორვარდია. არ მინდა იმაზე საუბარი, ვინ დაგვაკლდა, ვინ, როგორ ითამაშა. ბევრი რაღაც დაგვაკლდა, მათ შორის ესეც. თუმცა, მთავარი იყო კონცენტრაციის დაკარგვა, შეცდომები დავუშვით და ეს ტურნირი მსგავს რაღაცებს არ გპატიობს. გადავერთვებით კონფერენს ლიგაზე და ვეცდებით, ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. ერთი წელია ვმუშაობთ და ვფიქრობ, ბევრი რაღაც შევძელით, ბევრი რაღაც ვერ შევძელით, ამიტომ ამას დრო სჭირდება ამ ყველაფერს და მივაღწევთ იმას, რისი მიღწევაც გვინდა.

პირველად არ ვამბობ ამას: გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გვაქვს, შეგვიძლია ხელიდან მარტივად გავუშვათ ის, რასაც მოვიპოვებთ. ეს არ არის ერთდღიანი პრობლემა, არც ჩემს გუნდში და არც მთლიანად ქართულ ფეხბურთში. ახლა უნდა ვიმუშაო ფსიქოლოგიურად, რომ კონფერენს ლიგის მატჩს კარგ განწყობაზე შეხვდნენ ფეხბურთელები, რადგან ახლა ძალიან დათრგუნულები არიან“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, რომლის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის „ჰამრუნს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:44 | 12.07.2013
Darck Beldame (31)

50ე იყო შარშან

20:30 | 12.07.2013
Giggs Kopadze (327)

გორგოძემაც მოიგო..აქ არაფერს წერენ,ნახევარფინალში გავიდა

15:25 | 12.07.2013
Djoko (9552)

წყვილები თუ მოჯგვრის ამას შვებას თორე ერთეულთა თანრიგში წინ ვეღარც წავა ესე მგონია...

20:29 | 12.07.2013
Giggs Kopadze (327)

მე მგონია რო ანას კარგი მწვრთნელი ჭირდება,ტალანტი ეტყობა,ტექნიკური მოთამაშეა და მებრძოლი..უაზრო ბურთებზეც კი იბრძვის,მაგრამ ფსიქოლოგიურად არაა ძლიერი.სკიავონესთან წაააგო იმიტო რომ მსაჯზე გაბრაზდა..მარტიჩთან წააგო იმიტო რომ უამრავი ბრეიკპოინტი ვერ გამიოიყენა და გაბრაზდა..ბოლოს პერთანაც იგივე დაემართა.. რავიცი მე მაგრად მინდა წინ წავიდეს და ხშირად გაგვახაროს

15:10 | 12.07.2013
Liverpool-Liverpool (425)

ra qnes?

15:15 | 12.07.2013
nikola1313 (197)

მოიგო მეორე სეტიც 7-6 (7-0) და ფინალში გავიდნენ

14:54 | 12.07.2013
Liverpool-Liverpool (425)

kalashnikovam ra qna stambolshi? Wyvilebshi unda etamasha?

14:57 | 12.07.2013
nikola1313 (197)

ოქსანა ეხლა თამაშობს პირველი სეტი 6-1 მოიგეს მეორე სეტში ანგარიშია 4-5 და აწვდის კალაშნიკოვა

10:15 | 12.07.2013
marani (1134)

shakooo
52-ე იყო შარშან და თუ არ გაქვს ინფორმაცია და არ იცი, ნუ წერ. წელს მაგრად მოუკლო.

04:05 | 12.07.2013
gogila (3886)

52 ზე იყო ერტი პერიოდი ეხლა კიდე წინა კვირის რეიტინგებით 101 ადგილზეა. ალბატ იგივე პოზიაიცაზე დარჩება ან 1-2 ადგილით წაიწევს წინ .... რაც შეეხება ქართულ ჩოგბურთს პროგრესის არაფერი ეტყობა . რეგრესიია უფროა.... წყვილებში მოგება ნამდვილად არ ნიშნავს არაფერს...

00:58 | 12.07.2013
shakooo (109)

xanxu (1389) არც 52ეზე ყოფილა როდისმე, მაგრამ 100ეულში ნამდვილა არის

23:49 | 11.07.2013
Liverpool-Liverpool (425)

tatishvili da kalashnikova gveyoleba olimpiadaze, da iqneb shapatavamac moaxerxos da aigos licenzia

23:38 | 11.07.2013
Manchester faithful (1168)

რეიტინგისდ საიტი მიGტხარი

07:53 | 12.07.2013
jokua (3910)

stripslashes((strlen('http://www.scoresway.com/?sport=tennis&page=tour&id=4')>0?'http://www.scoresway.com/?sport=tennis&page=tour&id=4':'http://www.scoresway.com/?sport=tennis&page=tour&id=4'))

23:15 | 11.07.2013
Manchester faithful (1168)

ამ ბოლო დროს ძზაან მოუმატა ტატიშვილმა სსულ მისი მმოგებები მესმის წინაზე წყვილებში მოიგო ჩმეპიონატი მაგის წინ სადღაცა მეოთხედფინალში გავიდა და მაგის წინ კი ნახევარფინალში რაღაც ტურნირში კაია მაგრა მოუმატა სხვათA შორის შაფათავამაც მოუმატა რომელიღაცა ტურნირში ნახევარფინალში წააგო ქნებ მაგი და ტატიშვილი მაინც გავიდნენ ოლიმპიადაზე ორი წარმომადგენელი გვეყოლება ჩოგბურთში

23:21 | 11.07.2013
მტკიცე მუხლით გვიეწევს ბრძოლა დღეს ვინ იგებს? ბარსელ........:D (1902)

კი მოუმატა 52ზე იყო ახლა 102ზეა

0.132537
1424