ფეხბურთი

21:05 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ნიდერლანდელი ნახევარმცველი დაიმატა

„მილანმა“ ნიდერლანდური „ალკმაარიდან“ 24 წლის ნახევარმცველი ტიჯანი რეინდერსი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

რეინდერსის შეძენა „როსონერის“ 20 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც ბონუსებიც დაემატება. ფეხბურთელმა იტალიელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 14-ნომრიანი მაისური მოირგო.

რეინდერსი „ცვოლეში“ გაიზარდა, 2018 წლიდან კი „ალკმაარის“ ღირსებას იცავდა. მას მცირე პერიოდი იჯარით „ვალვაიკში“ აქვს გატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110184