ფეხბურთი

18:16 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ოსიმენი უნდა დარჩეს, ვისთან შეთამაშდება ისე, როგორც კვარაცხელიასთან?"

იტალიელმა ჟურნალისტმა ალბერტო პოლვეროზიმ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ უნდა დარჩეს. მისი აზრით, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს და ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.

„ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი „ნაპოლიში“ მისი დარჩენაა მრავალი მიზეზის გამო. ცხადია, პირველი არის ტექნიკური მოტივი. ოსიმენი ამ გუნდში საკუთარ თავს 100%-ით ავლენს. კვარაცხელიასთან შეთამაშება წარმოუდგენელია, სხვაგან სად იპოვის ასეთ ურთიერთგაგებას თანაგუნდელთან? კლუბი 200 მილიონს ითხოვს, მაგრამ ეს შეთავაზება შეიძლება მომავალი სეზონის ბოლოსაც მიიღონ. ვფიქრობ, ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ყველასთვის მოსახერხებელი იქნება ოსიმენის „ნაპოლიში“ დარჩენა“, - თქვა პოლვეროზიმ.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ნიგერიელი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადია, მაგრამ იტალიელები მასში დაახლოებით 200 მილიონ ევროს ითხოვენ.

0.115429