ფეხბურთი

13:52 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" სამი ამხანაგური მატჩი დაგეგმა: კვარაცხელია ქართველების გუნდთან ითამაშებს

„ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ემზადება, რომლის ფარგლებში რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ანაუნეს“ (20 ივლისი) და „სპალს“ (24 ივლისი) რომ შეხვდებოდა, უკვე ცნობილი იყო, ახლა კი, კიდევ სამი სპარინგპარტნიორის ვინაობა გაირკვა.

Corriere del Mezzogiorno-ს ცნობით, კასტელ დი სანგროში 29 ივლისს, თურქულ „ჰატაისპორს“ გაეჯიბრება, რომლის რიგებში გიორგი აბურჯანია და საბა ლობჟანიძე თამაშობენ. შემდეგ 3 აგვისტოს ნეაპოლელები ესპანურ „ჟირონას“ შეხვდებიან, ხოლო 6 აგვისტოს, გერმანულ „აუგსბურგს“.

მოსალოდნელია, რომ სეზონის დაწყებამდე „აძური“ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს სეზონის დაწყებამდე. სავარაუდოდ, 11-12 აგვისტოს, თუმცა, მეტოქე ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში დღეიდან დაიწყო. „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.

0.115285