ფეხბურთი

10:29 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილია კორეული კლუბი, რომელშიც შეიძლება ბუდუ ზივზივაძე გადავიდეს

სამხრეთკორეული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის გადაბირებით დაინტერესებული კლუბი „ჩონბუკია“.

კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ „ჩონბუკი“ კორეაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ამჟამად კი სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. შარშან თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერიც დადასტურდა ამ კლუბში, თუმცა, ორ კვირაში გაირკვა, რომ ქართველმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

ასე რომ, დიდი შანსია სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ვაკო ყაზაიშვილსა და ბექა მიქელთაძეს ზივზივაძეც შეუერთდეს.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა, მაგრამ ტრავმის გამო ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. მან გასულ სეზონში 10 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. კონტრაქტი ბუდუსა და „კარლსრუეს“ შორის 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.124533