ფეხბურთი

11:02 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლო ძანიოლოს საშინელი ტრავმა თითზე...

სტამბოლის „გალათასარაის“ ფეხბურთელმა ნიკოლო ძანიოლომ გრაცის „შტურმთან“ ამხანაგურ შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო.

იტალიელი ფეხბურთელი ერთ-ერთ ეპიზოდში მინდორზე დაეცა, რის შედეგადაც თითი დაიზიანა. კადრებიდან ძალიან კარგად ჩანს მისი თითის მდგომარეობა. „გალათასარაის“ შემტევმა მაშინვე ექიმების ჩარევა მოითხოვა და ტკივილისგან ყვიროდა.

სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს დაზიანების ხარისხს და იმ პერიოდს, რომლის გამოც ძანიოლო მოედანზე ვერ გავა. აქვე გეტყვით, რომ „შტურმმა“ თურქული კლუბი 2:0 დაამარცხა, ოთარ კიტეიშვილმა კი პირველი ტაიმი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111394