მიუნხენის „ბაიერნმა“ კიმ მინ-ჯეს ტრანსფერი გააოფიციალურა. სამხრეთ კორეელმა მცველმა „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
„ბაიერნმა“ „ნაპოლის“ აზიელის გამოსასყიდი თანხა, 50 მილიონი ევრო გადაუხადა, შესაბამისად, ფეხბურთელის გადაბირება შეძლო.
ამრიგად, კიმის ნეაპოლური კარიერა ერთწლიანი გამოდგა, რომელმაც 45 მატჩი, 2 გოლი და იტალიის ჩემპიონის ტიტული დაიტია. მანამდე ის სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ თამაშობდა.