ნეაპოლელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ განაცხადა, რომ უმჯობესი იყო კიმ მინ-ჯეს გაყიდვა, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელიას ან ვიქტორ ოსიმენის დაკარგვა.
მისი აზრით, სამხრეთ კორეელის შეცვლა რთული იქნება, მაგრამ გაცილებით ძნელია ქართველის და ნიგერიელის შეცვლა.
„ტექნიკური თვალსაზრისით, ყოველთვის ვემხრობი, რომ უმჯობესია შეტევაში ოსიმენი და კვარაცხელია გვყავდეს და არ დავკარგოთ ისინი, რადგან 50-60 გოლში შეუძლიათ მონაწილეობა. კიმი რჩება რთულად შესაცვლელ ფეხბურთელად, მაგრამ რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებად რთულია მისი შეცვლა, ვიდრე კვარაცხელიას ან ოსიმენის შეცვლა იქნება“, - თქვა დელ ჯენიომ.