ფეხბურთი

17:05 | 18.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" შეკრებას დიმაროში შეუერთდა (+VIDEO)

„ნაპოლის“ დიმაროში შეკრებაზე შეუერთდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც აქამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ქართველი ფეხბურთელი საწვრთნელ ბაზასთან სტანისლავ ლობოტკასთან, ლეო ოსტიგორსა და პიოტრ ჟელინსკისთან ერთად გამოჩნდა.

მან ფანებს ავტოგრაფი დაურიგა და შემდეგ გუნდს შეუერთდა. ხვალიდან ხვიჩა ვარჯიშს დაიწყებს, ხოლო პრესეზონზე პირველ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას სავარაუდოდ 24 ივლისს, „სპალთან“ მიიღებს. 20 ივლისს, „ანაუნესთან“ დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში კი ალბათ არ ითამაშებს, რადგან მზადებას მხოლოდ ახლა იწყებს.

ამრიგად, ხვიჩა რუდი გარსიას განკარგულებაშია, რომელიც „აძურის“ ახალი მთავარი მწვრთნელია. დღესვე დიმაროში გუნდს ვიქტორ ოსიმენიც შეუერთდა, რომელიც იქ თავის აგენტთან ერთად ჩავიდა. იტალიური მედია წერს, რომ რობერტო კალენდა აურელიო დე ლაურენტისს კონტრაქტის საკითხზე შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონესთან“ ჩაატარებს.

0.126812