ფეხბურთი

19:02 | 18.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ევროპაში ფეხბურთის დონე დაეცა, იქ აღარ დავბრუნდები"

„ალ-ნასრის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ვიგოს „სელტასთან“ (0:5) ამხანაგური მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ევროპაში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან იქ ფეხბურთის დონე დაეცა.

რონალდუ დარწმუნებულია, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი MLS-ზე მაღალი დონისაა, ხოლო თურქეთისა და ნიდერლანდების ჩემპიონატებს მალე გაუსწრებს.

„ევროპა ჩემთვის დახურული კარია, თითქმის 39 წლის ვარ. ვფიქრობ, ევროპაში დონეც დავარდა, ერთადერთი ჩემპიონატი, რომელიც დანარჩენზე მაღლა დგას, პრემიერლიგაა, ლა ლიგა აღარ არის ისეთი, როგორიც იყო, აღარც ბუნდესლიგა. დარწმუნებული ვარ, ევროპაში აღარასდროს ვითამაშეთ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ საუდის არაბეთის პრო ლიგა MLS-ზე ბევრად უკეთესია.

სერია A-ც კი, როცა „იუვენტუსში“ გადავედი, მკვდარი იყო და ჩემი მისვლის შემდეგ გაცოცხლდა. სადაც კრიშტიანუ მიდის, იქ უფრო მეტი ინტერესია. ასე მოხდა საუდის არაბეთის ჩემპიონატის შემთხვევაშიც. 100%-ით თავს პიონერად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ძლიერი ფეხბურთელი ჩამოვა აქ. საუდის არაბეთში წასვლისთვის გამაკრიტიკეს, მაგრამ ახლა? გზა გავუკვალე სხვებს და ყველა მოთამაშე აქ მოდის.

საუდის არაბეთის ჩემპიონატი ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება, ვთქვი, რომ დაახლოებით 3 წელიწადში, მაგრამ ამ ტემპით თუ გაგრძელდა, რამდენიმე თვეში ადვილად გაუსწრებს თურქეთისა და ნიდერლანდების ჩემპიონატებს. აქ მხოლოდ ვეტერანები არ მოდიან, ჟოტა და რუბენ ნევეში ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრის“ მაისურით 19 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 14 გოლის გატანა შეძლო.

0.108707