ფრანგული ვებგვერდი Socios-fcmetz-ი წერს, რომ განვითარებული მოვლენების შემდეგ მიმდინარე ზაფხულს გიორგი მიქაუტაძის „მეციდან“ გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას. ასე რომ, დიდი ალბათობით, ის მომდევნო სეზონს ლიგა 1-ში გაატარებს.
ცნობილია, რომ „ლაციომ“ და „ბარნლიმ“ სხვა თავდამსხმელები დაიმატეს, შესაბამისად, ამ კლუბებში გიორგის გადასვლა პრაქტიკულად გამოირიცხა. ამიტომ ახლა, როგორც ჩანს, ფრანგული გუნდიდან მისი წასვლის შანსი ძალიან დაბალია.
გარდა ამისა, „მეცი“ შეკრების მეორე ნაწილს იწყებს, რომელსაც კურორტ ვიტელში გაივლის. ლაშლო ბოლონის გუნდი იქ 25 ივლისამდე დარჩება და ორ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ გიორგი მიქაუტაძეც იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლებიც მოემზადებიან.
„მეცი“ ვიტელში 22 ივლისს „ტრუას“, ხოლო 25 ივლისს, „სოშოს“ გაეჯიბრება. გიორგის პრესეზონის პირველი სპარინგში მოახერხა გატანა, „სერენის“ წინააღმდეგ და თავის გუნდს მოაგებინა (2:1).
„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში 13 აგვისტოს, სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება. 22 წლის ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.