ფეხბურთი

14:20 | 18.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელერინი „ბეტისში“ დაბრუნდა

ესპანელი მცველი, ექტორ ბელერინი, „რეალ ბეტისში“ გადავიდა. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 2028 წლის ივლისამდე გააფორმა კონტრაქტი - გვამცნობს „ბეტისის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ბელერინი „ბეტისის“ აღზრდილია. ის კლუბში 2021–22 წლებში თამაშობდა. 32 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. იმავე სეზონში ექტორმა გუნდთან ერთად ესპანეთის თასი მოიგო.

2013-22 წლებში ის „არსენალის“ მოთამაშე გახლდათ. 2022/2023 წლების სეზონში ბელერინი „ბარსელონასა“ და პორტუგალიურ „სპორტინგში“ თამაშობდა. კატალონიელთა მაისურით ესპანელმა ფეხბურთელმა სამი, ხოლო „სპორტინგის“ შემადგენლობაში - 10 შეხვედრა ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა.

0.114289