„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ნახევარმცველ დეკლან რაისის „მეთოფეთა“ რიგებში გადასვლაზე ისაუბრა.
„ჩვენთან ყოველ ხელმოწერას რაღაც განსაკუთრებული მოაქვს გუნდისთვის. დეკლანი ცნობილია თავისი შესაძლებლობებით. მან კარგად ითამაშა როგორც „ვესტ ჰემში,“ ასევე ინგლისის ნაკრებში. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს სათამაშო და ლიდერის თვისებების ფართო სპექტრი. დიდი გამოცდილება პრემიერლიგაში, მას თავისი პოზიციისთვის არაჩვეულებრივი თვისებები გააჩნია. მოხარული ვართ, რომ ის გუნდს შეუერთდა“, - ციტირებს არტეტას Sky Sports.
24 წლის რაისის ტრანსფერი „არსენალს“ 122 მილიონი ევრო დაუჯდა - ეს სატრანსფერო რეკორდია არა მხოლოდ „არსენალისთვის,“ არამედ ყველა დიდიბრიტანელი ფეხბურთელისთვის. რეკორდი ადრე ნახევარმცველ ჯეკ გრილიშს ეკუთვნოდა, რომელიც „ასტონ ვილიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ 117,5 მილიონ ევროდ გადავიდა.