ფეხბურთი

22:01 | 17.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე ორივეგან გამოირიცხა? "ლაციო" და "ბარნლი" სხვა თავდამსხმელებს იმატებენ

საქართველოს ნაკრების და "მეცის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი რომის „ლაციოსა“ და „ბარნლიში“ პრაქტიკულად გამოირიცხა.

საქმე ისაა, რომ იტალიელებმა უკვე დაიმატეს თავდამსხმელი, ტატი კასტელანოსი. 24 წლის არგენტინელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტის გაფორმებას წინ აღარაფერი უდგას. ასე რომ, „არწივებმა“ ჩირო იმობილეს დუბლიორი იპოვეს, შესაბამისად, მიქაუტაძის ტრანსფერზე ალბათ აღარ იმუშავებენ.

თავის მხრივ, „ბარნლიში“ გადაწყდა „ბაზელისა“ და შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელის, ზეკი ამდუნის ტრანსფერი. როგორც ჟურნალისტი საშა ტოვალიერი წერს, ვინსენ კომპანიმ ამდუნი მას შემდეგ აირჩია, რაც გიორგი მიქაუტაძისთვის ბრძოლას ინგლისელებმა თავი დაანებეს, რადგან „მეცმა“ „ბარნლის“ შეთავაზებულ 15 მილიონ ევროზე უარი თქვა.

ცნობილია, რომ ფრანგები 20 მილიონ ევროს ითხოვენ ქართველ ფორვარდში. ადრე ახსენეს „მილანი“, „იუვენტუსი“ და „რომაც“, თუმცა, „ლაციოსა“ და „ბარნლიზე“ უფრო კონკრეტულად იწერებოდა. შესაბამისად, თუ ორივე ვარიანტი დაიხურა, ამ ეტაპზე გიორგის „მეცში“ დარჩენის შანსი უფრო გაიზარდა.

22 წლის ქართველი ფეხბურთელი ახალი სეზონისთვის „მეცთან“ ერთად ემზადება, რომელიც ლიგა 1-ის პირველ ტურში 13 აგვისტოს, „რენს“ დაუპირისპირდება. მიქაუტაძემ პრესეზონზე პირველივე მატჩში „სერენთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა.

0.113126