ფეხბურთი

21:18 | 17.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლის" მწვრთნელი: "ტრანსფერებისთვის ბევრი ფული არ გვაქვს, შეზღუდული ვართ"

„ნიუკასლის“ მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰაუმ განაცხადა, რომ სატრანსფერო ბაზარზე სამუშაოდ დიდი თანხები არ აქვთ. შესაბამისად, კლუბი შეზღუდულია და მოცემულ ვითარებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.

„არა, ჩვენ ამ დროისთვის არცერთი ფეხბურთელის ტრანსფერი არ გვაქვს შეთანხმებული. ვმუშაობთ, რადგან ფეხბურთელები გვჭირდება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ ზაფხულს დახარჯული ფულის შემდეგ არ გვაქვს დიდი ბიუჯეტი სამუშაოდ. ამ მხრივ ძალიან შეზღუდულები ვართ და იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, რაც გვაქვს, კრეატიულად“, - თქვა ჰაუმ.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული მედიის ცნობით, „ნიუკასლი“ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიაში 100 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა „კაჭკაჭების“ თავკაცმა, როგორც თქვა, კლუბს დიდი ბიუჯეტი ამჟამად არ აქვს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117259