ფეხბურთი

18:30 | 17.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენის აგენტმა იტალიური გამოცემა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა

ვიქტორ ოსიმენის აგენტმა რობერტო კალენდამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და იტალიური გამოცემა Il Mattino ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა.

აღნიშნულმა გამოცემამ დაწერა, რომ ოსიმენის აგენტი „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლებაზე საუბარს მინიმუმ სექტემბრამდე არ აპირებს, რადგან სურს, რომ სატრანსფერო ბაზარზე ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილოს. კალენდამ ტვიტერში ამ მონაკვეთის ციტირება მოახდინა და დაწერა, რომ ეს ყველაფერი ცრუ ინფორმაციაა.

ფაბრიციო რომანო კი იტყობინება, რომ „ნაპოლი“ ოსიმენს გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობს და ნიგერიელი ფეხბურთელისგან საბოლოო პასუხის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი გასულ სეზონში 26 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას „აძურისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108704