ფეხბურთი

17:02 | 17.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის დამატება რუსულ კლუბს სურს

მოსკოვის „დინამო“ გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

როგორც ცნობილი გახდა. რუსებს გიორგის დამატება იჯარით სურთ. ეს ინფორმაცია დაადასტურა აგენტმა როჯერ ჰენტორაიმაც:

„დიახ, გავიგე, რომ „დინამო“ გიორგით არის დაინტერესებული. ამის შესახებ საქართველოდან ჩემმა პარტნიორმა მითხრა. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ფეხბურთელი იქ წავა, ჩვენ სხვა ვარიანტების გვაქვს“, - თქვა მან.

მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძეს ერთი კვირის წინ „მეცს“ აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი შეფერხდა, ბოლო დროს ფრანგულ კლუბზე საუბარიც აღარ არის. მოსკოვის „დინამოში“ ორი ქართველი უკვე თამაშობს, საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე.

გიორგი ჩაკვეტაძემ გასული სეზონი იჯარით ბრატისლავის „სლოვანში“ გაატარა, სადაც 47 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. მისი სატრანსფერო უფლებები ბელგიურ „გენტს“ ეკუთვნის.

0.115257