მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი სადიო მანე საუდის არაბეთში შეიძლება გადავიდეს. გერმანული მედიის ცნობით, სენეგალელს „ალ-ნასრი“ იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბს ფიფამ ტრანსფერზე ბანი დაადო, ისინი აპირებენ დარღვევის გამოსწორებას და სანქციაც მოეხსნებათ. კონკრეტული ციფრი არ სახელდება, მაგრამ მანეს არაბები ძალიან მიმზიდველ ხელფასს სთავაზობენ.
31 წლის შემტევმა გასულ სეზონში „ბაიერნის“ მაისურით 38 მატჩში 12 გოლი გაიტანა და კლუბის ხელმძღვანელობის მოლოდინი ვერ გაამართლა. მანამდე სადიო „მეცში“, „ზალცბურგში“, „საუთჰემპტონსა“ და „ლივერპულში“ თამაშობდა.