ფეხბურთი

11:03 | 17.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ინტერ მაიამიმ" მესის შემდეგ ბუსკეტსიც დაიმატა

„ინტერ მაიამიმ“ ლიონელ მესის შემდეგ სერხიო ბუსკეტის ტრანსფერიც ოფიციალურად დაადასტურა.

ვეტერანმა ესპანელმა, რომელიც ამერიკელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 5-ნომრიანი მაისური მოირგო. ამრიგად, ბუსკეტსი და მესი ისევ თანაგუნდელები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსს მთელი კარიერა „ბარსელონაში“ აქვს გატარებული, სადაც 2008-2023 წლებში 722 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091113