ფეხბურთი

1:07 | 17.07.2023 | ნანახია 988 - ჯერ

იტალია ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონი გახდა

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი იტალიის ნაკრებმა მოიგო. „აძურინიმ“ ფინალში პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე გავიდა, რომელიც მაიკლ კაიოდეს ანგარიშზეა. მან ლუის ჰასას ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა და როგორც გაირკვა, მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ამრიგად, იტალიის ნაკრებმა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო. მანამდე იგივე მათ ზუსტად 20 წლის წინ, 2003 წელს გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ იტალია პორტუგალიას ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდა და მაშინ 1:5 განადგურდა, თუმცა ჯგუფიდან მაინც გავიდა, ნახევარფინალში ესპანეთს სძლია, ხოლო ფინალში პორტუგალიასთან რევანში აიღო და ჩემპიონი გახდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.365646
988