ტურინის „იუვენტუსისა“ და სერბეთის ნაკრების თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი შესაძლოა „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდეს.
Marca-ს ინფორმაციით, სერბმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმად ვლაჰოვიჩი სეზონში 11 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს მიიღებს, კონტრაქტს კი 2028 წლამდე გააფორმებს. ახლა ჯერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა. ტურინელები 23 წლის ფეხბურთელში დაახლოებით 70 მილიონ ევროს ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ „იუვე“ ვლაჰოვიჩის შეცვლას რომელუ ლუკაკუთი აპირებს, რის გამოც ტურინული გრანდის ფანები ძალიან გაბრაზებული არიან.
დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსმა“ 2022 წლის იანვარში „ფიორენტინადან“ 75 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ 63 მატჩში 23 გოლის გატანა მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამწუხაროდ თითქოს გაუცხოვდა ძიუდო. ადრე ნებისმიერ ტურნირზე მიძღვნილ თითო სტატიაზე კომენტარების რაოდენობა 100 აჭარბებდა, ახლა კი? სამწუხაროა ძალიან და რა ფენომენია ჩვენში ასეთი ყველანაირად რომ ცდილობენ ხალხის სიყვარული სიძულვილად უქციონ.
ბევრი მიზეზი შეიზლება ამ ყველაფერს ქონდეს. მათ შორის ალბათ შიდა არეულობები. მაგრამ ალბათ მხოლოდ ესე არ არის მიზეზი...