ფეხბურთი

19:37 | 16.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ახალი დირექტორი: "ოსიმენის მომავალზე გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ"

„ნაპოლიმ“ ახალი სპორტული დირექტორი მაურო მელუზო წარადგინა. მან ისაუბრა ვიქტორ ოსიმენის მომავალზე და კიმ მინ-ჯეს შეცვლის აუცილებლობას ხაზი გაუსვა.

„დადებითი განცდები მაქვს, იტალიის ჩემპიონში ვარ. პასუხისმგებლობა იზრდება, მაგრამ ფეხბურთი ყველა განედზე ერთნაირია. დე ლაურენტისს აქ მუშაობაზე 20 წამში დავთანხმდი.

გუნდში ახლახან დავიწყე მუშაობა, ვიცი, რომ ოსიმენის შენარჩუნებას თუ მოვახერხებთ, ძალიან კარგი იქნება, მისნაირი ფეხბურთი ძალიან ცოტაა. შევაფასებთ სიტუაციას მენეჯერებთან ერთად, გადაწყვეტილება ერთად მიიღება.

კიმი აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ამას მოვახერხებთ, საკითხზე ვმუშაობთ.

სკაუტები და მე ყოველთვის ვეძებთ რაღაც მნიშვნელოვანს. ყოველთვის სასიამოვნოა ისეთი ფეხბურთელის აღმოჩენა, რომელიც ნაკლებად ცნობილია და შეიძლება იფეთქოს“, - თქვა მელუზომ.

შეგახსენებთ, რომ მაურო მელუზო ბოლოს 2021 წელს „სპეციაში“ მუშაობდა. მან კრისტიანო ჯუნტოლი შეცვალა, რომელიც სამუშაოდ „იუვენტუსში“ გადავიდა.

0.114704