ფეხბურთი

14:12 | 16.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩეში" ტადიჩი და ლივაკოვიჩი ითამაშებენ

დუშან ტადიჩი კარიერას სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს. 34 წლის სერბი სტამბოლში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

პირადი კონტრაქტის ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ დუშანი „ფენერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც „აიაქსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.

„ფენერბაჰჩემ“ ტადიჩის გარდა, ხორვატიის ნაკრების მეკარის დომინიკ ლივაკოვიჩის ტრანსფერიც შეათანხმა, რომლის სანაცვლოდ თურქები ზაგრების „დინამოს“ 9 მილიონ ევროს გადაუხდიან.

აქვე გეტყვით, რომ ტადიჩი „აიაქსში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 241 შეხვედრაში 105 გოლი გაიტანა. მანამდე სერბმა „ვოივოდინაში“, „გრონონგენში“, „ტვენტესა“ და „საუთჰემპტონში“ ითამაშა. სერბეთის ნაკრებში ტადიჩის აქტივში 98 მატჩი და 21 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118167