ფეხბურთი

13:42 | 16.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

როგორია კვერნაძის მდგომარეობა
ის სიფრთხილის გამო შეცვალეს, თუმცა სიტუაცია მაინც შეფასდება

„ფროზინონეს“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი კვერნაძემ იტალიურ კლუბში სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა, მაგრამ ტრავმაც მიიღო, რის გამოც 72-ე წუთზე მოედანი დატოვა.

Calciofrosione წერს, რომ სერიოზული სახის დაზიანება არ არის და ის სიფრთხილის მიზნით შეცვალეს. მან ფეხში დარტყმა მიიღო და წესით საგანგაშო არაფერი უნდა იყოს, თუმცა, მისი მდგომარეობა მაინც უნდა შეფასდეს.

შეგახსენებთ, რომ „მონდრაგონესთან“ მატჩში გიორგი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და 52-ე წუთზე გოლი გაიტანა. მან ტრავმა 62-ე წუთზე მიიღო, მოედანზე დარჩა, მაგრამ შემდეგ დი ფრანჩესკომ თავის დაზღვევის მიზნით მაინც შეცვალა.

0.119047