ფეხბურთი

10:28 | 16.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

Bild: "ბაიერნს" მამარდაშვილი აინტერესებს, თუმცა "ვალენსიასთან" ჯერ მოლაპარაკებები არ ყოფილა

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ბაიერნის“ ინტერესის ქვეშ რჩება. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Bild-ი წერს.

წყაროს თანახმად, კლუბის ტექნიკურ დირექტორ მარკო ნეპეს გიორგის აგენტებთან კონტაქტი ჰქონდა. თუმცა, ამ დროისთვის ქართველ მეკარესთან შეთანხმება მიღწეული არ არის, ისევე, როგორც მოლაპარაკებები არ დაწყებულა „ვალენსიასთან“, რომელიც 30 მილიონ ევროს ითხოვს.

„ბაიერნი“ მამარდაშვილს იან ზომერის შემცვლელად განიხილავს, რომელსაც კლუბის დატოვება და „ინტერში“ გადასვლა უნდა. თუმცა, Bild-ი წერს, რომ მანუელ ნოიერის გამოჯანმრთელებასა და დაბრუნების თარიღთან გაურკვევლობის გამო „რეკორდმაისტერი“ ზომერს მანამდე არ გაყიდის, სანამ მის შემცვლელს არ გაიფორმებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს, კონტრაქტი კი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში 38-ვე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და სეზონში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

0.114473