ფეხბურთი

2:10 | 16.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია საუდის არაბეთის გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია საუდის არაბეთში გადავიდა, სადაც „ალ-ახდუდის“ ღირსებას დაიცავს.

არაბული გამოცემები წერენ, რომ პრო ლიგის ახალწვეულმა კლუბმა ქართველი მცველი და რუმინელი ფეხბურთელი ანდრეი ბურჩა დაიმატა. „ალ-ახდუდი“ პრო ლიგაში ახლახან გადავიდა და შესაბამისად, მიზნად უმაღლეს დივიზიონში დარჩენა დაისახა.

სოლომონ კვირკველიამ ორი დღის წინ გაწყვიტა ბაქოს „ნეფთჩისთან“ კონტრაქტი. მასთან თანამშრომლობა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ადრიან მუტუმ არ ისურვა. შესაბამისად, თავისუფალი აგენტი გახდა და საუდეთში გადაბარგდა.

31 წლის კვირკველია თავის დროზე „რუბინში“, „ნეფტეხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, „როტორში“, „მეტალისტსა“ და „გაგრაში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 49 თამაში აქვს ჩატარებული. „ალ-ოხდუდი“ 14 აგვისტოს, საუდის არაბეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „ალ-შაბაბს“ დაუპირისპირდება.

0.118655