ფეხბურთი

1:12 | 16.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნიცამ“ რემზისთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ განაცხადა

„ნიცას" ნახევარმცველმა აარონ რემზიმ, გუნდი დატოვა - წერს ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი.

32 წლის უელსელთან კონტრაქტი მხარეთა შეთანხმებით გაწყდა.

რემზი „ნიცაში“ შარშანდელი ზაფხულიდან თამაშობდა. გასულ სეზონში მან გუნდში 34 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.119901