ფეხბურთი

0:23 | 16.07.2023 | ნანახია 0 - ჯერ

„ვესტ ჰემს“ მაგუაირი იჯარით სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი, ჰარი მაგუაირი, შესაძლოა „ვესტ ჰემში“ აღმოჩნდეს. ნახევარმცველ დეკლან რაისის „არსენალში“ გაყიდვის შემდეგ, „ჩაქუჩები“ 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებას აპირებენ. „ვესტ ჰემის“ მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი, მაგუაირის უნარებს დიდად აფასებს. ამასთან, ლონდონელებს მცველის ყიდვას დაქირავება ურჩევნიათ - გვამცნობს The Telegraph.

თავად მაგუაირი კმაყოფილია „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყოფნით და მიიჩნევს, რომ მას შეუძლია დაიბრუნოს ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბს ფეხბურთელის გაყიდვიდან 58 მილიონი ევროს მოგება სურს. თუ ინგლისელი გუნდში დარჩება, მას კაპიტნის სამკლაურს ჩამოართმევენ.

მაგუაირის მანკუნიანელებთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა „იუნაიტედში“ ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:43 | 29.12.2013
NGoLo KaNte (36472)

პრეზიდენტობაზე დაფიქრდი

23:42 | 29.12.2013
NGoLo KaNte (36472)

ეს რაჭკუა სავს ეყოფილა უყურე ზსენ მალადეც ოსკარიტო

12:50 | 03.11.2013
რაჭა (10043)

ვა ასე მაგონა ქართველი პოლიტიკოსის გამოსვლას ვკითხულობდი....მაგრამ ვერ ვიხსენებ ნეტა რომელის??? DDD

23:41 | 29.12.2013
NGoLo KaNte (36472)

)))

16:30 | 03.11.2013
mushni (93569)

მეც მასე მეგონა

12:03 | 03.11.2013
BETTERER (132)

მიხედე შენს ჩასვრილს საქმეს რა

12:03 | 03.11.2013
BETTERER (132)

ამან ფილოსოფოსობა დამიწყო )))

11:29 | 03.11.2013
italiafun-juventino (12319)

ამაზე საინტერესო არაფერი წამიკითხავს )

23:43 | 29.12.2013
NGoLo KaNte (36472)

აშკარად საინტერესო იყო

0.065302