„იმტერ მაიამიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა ლიონელ მესის ტრანსფერის შესახებ.
კლუბმა ტვიტერზე არგენტინელის ვიდეო და ფოტო გამოაქვეყნა. ვიდეოში ლეომ თქვა: „ბიჭებო, მაიამიში შევხვდებით".
ზაფხულის დასაწყისში მესიმ გამოაცხადა, რომ MLS-ის კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით (უფასოდ) გადავიდოდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ 36 წლის ფეხბურთელი მაიამის „ინტერში" წელიწადში 60 მილიონ დოლარს მიიღებს. მისი დებიუტი ახალი კლუბის შემადგენლობაში,შესაძლოა, 21 ივლისს - მექსიკურ „კრუს ასულთან“ მატჩში შედგეს.