ფეხბურთი

20:45 | 15.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძემ "ფროზინონეში" დებიუტიდან 7 წუთში გოლი გაიტანა (VIDEO)

„ფროზინონეს“ რიგებში გიორგი კვერნაძემ სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა. იტალიურმა კლუბმა სეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში სამოყვარულო მეტოქე „მონდრაგონე“ 7:0 გაანადგურა, ხოლო გიორგის ანგარიშზე მესამე გოლია.

ქართველი 46-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. 50-ე წუთზე ძალიან რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან კარს ააცილა, თუმცა, 2 წუთში შეცდომა გამოასწორა და ანგარიში 3:0 გახადა. ის მცველს გასცდა და ზუსტად დაარტყა. ერთ წუთში მოიპოვა ჯარიმა, რასაც მეოთხე გოლიც მოჰყვა.

62-ე წუთზე მცველთან შეჯახებისას ფეხი იტკინა და მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე დარჩა, 10 წუთში შეცვალეს. თუმცა, დაზიანება სერიოზული არაა და ეუსებიო დი ფრანჩესკომ სიფრთხილე გამოიჩინა.

„ფროზინონე“ მომდევნო ამხანაგურ მატჩი 19 ივლისს „ფერენტინოსთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

0.113274