„ლივერპულის“ ფეხბურთელი ფაბინიო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ჯერ ინფორმაცია ოფიციალური არ არის, მაგრამ გადაწყვეტილია.
ინგლისურმა კლუბმა ბრაზილიელი გერმანულ შეკრებაზეც არ წაიყვანა, რადგან თანახმაა „ალ-იტიჰადში“ გაყიდოს, რომელიც 46 მილიონ ევროს იხდის. ფაბინიოს საუდელებთან პირადი კონტრაქტიც შეთანხმებული აქვს.
ბრაზილიელმა კარიერა „ფლუმინენსეში“ დაიწყო, შემდეგ იყო მადრიდის „რეალსა“ და „მონაკოში“, ხოლო 2018 წლიდან „ლივერპულში“ 219 მატჩში 11 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „ლივერპული“ გერმანულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩს ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუესთან“ ჩაატარებს (19 ივლისს).